logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ირაკლი ტყებუჩავა: ენერგეტიკის მიმართულებით საქართველო ინვესტორებისთვის საინტერესოა

"გროს ენერჯი ჯგუფის" ფინანსური დირექტორის ირაკლი ტყებუჩავას შეფასებით, ენერგეტიკის მიმართულებით საქართველო ინვესტორებისთვის საინტერესო ქვეყანაა. 

"თუ შევხედავთ ევროკავშირს, 98-99% ათვისებულია და საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მხოლოდ 20%-ია ათვისებული იმ პოტენციალის, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ეს შეეხება ჰიდრორესურსს, განახლებად, მწვანე ენერგიას, რომლის ღირებულება, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან იაფია... ჩვენი ქვეყანა ძალიან საინტერესოა ინვესტორებისთვის ენერგეტიკული მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

მან ყურადღება გაამახვილა ენერგოობიექტების მშენებლობის შეფერხებაზეც და აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად გადამწყვეტია ასეთი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. 

"პრობლემაა ადგილობრივი მოსახლეობის განათლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოობიექტების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვიის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაციაში სახელმწიფოს როლი. დღეის მდგომარეობით ბევრი პროექტი ფერხდება,  მოსახლეობის არასწორი ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგიერთი ინვესტორი სწორ მოლაპარაკებას ვერ ახორციელებს, თუნდაც მიწის შესაძენად, მოსახლე არაადეკვატურ ფასს ითხოვს, შესაბამისად პროექტი გაჩერებულია", - აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ. 

გამოგვყევით