Global Money Week | ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო აკადემია ლოგოსი • Logos International Academy-ს ესტუმრა და მე-8 ბ კლასის მოსწავლეებს ფინანსური განათლების საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩაუტარა.
კვირეულის მიმდინარეობისას, ეროვნული ბანკის ინიციატივითა და სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა FinEdu - ფინედუს საშუალებით, საქართველოში ტრადიციულად წელსაც არაერთი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში, რაც ითვალისწინებდა 17 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, III-XII კლასის მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა სკოლაში (90-მდე სკოლის 110 კლასი, 2800-მდე მოსწავლე). თავის მხრივ, ღონისძიება სლოგანით „ასწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე“ მიზნად ისახავდა ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას.
საერთაშორისო კამპანია "ფულის გლობალური კვირეული", მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში, 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველო კი ამ ინიციატივას 2014 წლიდან შეუერთდა.