logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

TOP-5 სასტუმრო თბილისში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია

14-15 აპრილს, თბილისის სასტუმროებში განთავსების ღირებულება 2 პერსონაზე 300 დოლარს აღწევს. Booking.com-ის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში თბილისის 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ღამის გათენება ყველაზე ძვირი Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel-შია და ღირებულება 300 აშშ დოლარს შეადგენს.

Booking.com-ზე მეორე ადგილს სასტუმრო Tbilisi Marriott Hotel-ი იკავებს.

TOP-5 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ჩამონათვალი კი, სადაც 14-15 აპრილს განთავსება ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება: 

  • Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel – 300 აშშ დოლარი;
  • Tbilisi Marriott Hotel – 259 აშშ დოლარი;
  • Stamba Hotel – 205 აშშ დოლარი;
  • The Biltmore Tbilisi Hotel – 200 აშშ დოლარი;
  • Artizan - Design Hotel – 198 აშშ დოლარი;

აღსანიშნავია, რომ ფასები ცვალებადია და მოთხოვნიდან გამომდინარე იცვლება.

გამოგვყევით