" ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, არ გვინდა, დავაზიანოთ ქვეყნები"ტ- ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როდის გაჩნდა ეს იდეა და რა გაითვალისწინეს ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა გადაწყვეტილების მიღებისას.
„ვიტყოდი, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვფიქრობდი ამაზე. ვსაუბრობდი სკოტთან, ჰოვარდთან და სხვა ადამიანებთან, რომლებიც ძალიან პროფესიონალები არიან. და ვფიქრობ, ეს ალბათ დილით ჩამოყალიბდა. უბრალოდ დავწერე. ეს დაიწერა გულიდან. არ გვინდა, დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას, ყველას სურს მოლაპარაკება. გვინდა, სწორად მივუდგეთ. გვინდა, ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზეც. მაგრამ ეს იყო რაღაც, რაზეც ნამდვილად ვსაუბრობდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, და გადავწყვიტეთ გადაგვედგა ნაბიჯი. მათ გააკეთეს ეს დღეს და კმაყოფილები ვართ ამით. არ ვიცოდი, თუ ასეთი გავლენა ექნებოდა, მაგრამ, იცით, ეს არის საფონდო ბაზრის ისტორიაში უდიდესი ზრდა. ეს საკმაოდ კარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ მან პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.
1tv.ge