პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მიიღო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი.
ცვლილებათა პროექტი კანონიდან იმ ნორმების ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მართვას, სააგენტოს მართვის ორგანოს (საბჭოს) და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებებს ეხება.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოში მმართველობითი ორგანოს, 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭოს შექმნის თაობაზე კანონში არსებული ჩანაწერის გაუქმებას, რომელიც 2027 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში.