მივისწრაფვით, რომ საქართველოს იმიჯი როგორც ტურისტულად საინტერესო და უსაფრთხო ქვეყნის მაქსიმალურად შენარჩუნდეს, - ამის შესახებ ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ასოციაციის მოკვლევით დადგინდა, რომ სასტუმროებს ჯავშნების გაუქმება ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში დაუფიქსირდათ, ხოლო იანვარ-თებერვლის ჯავშნები გადაუვადდათ.
ნატა კვაჭანტირაძის თქმით, ტურისტი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს ჯერჯერობით აკვირდება.
"ქვეყნის შიგნით ყველა პროცესი საერთაშორისო მედიის საშუალებით შუქდება და ნებისმიერ, ევროპელს თუ არა ევროპელს, კითხვა უჩნდება რა ხდება და კერძო სექტორს ამაზე პასუხის გაცემა უწევს. ტურიზმი პირველ რიგში უსაფრთხოებაა, რომელიც აეროპორტიდან იწყება. ნებისმიერი ტიპის ინციდენტი როგორც მთავარ, ისე სტრატეგიულ ობიექტებზე ყურადსაღებია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. თავისთავად, როდესაც მოგზაური ირჩევს ამათუ იმ ქვეყანას, შეიძლება აქცენტი გაკეთებuლი ჰქონდეს როგორც კულტურაზე და ქვეყნის სხვა შესაძლებლობაზე, თუმცა ის ყურადღებას პირველ რიგში ქვეყნის შიგნით უსაფრთხოებას აქცევს. თავისთავად აქ ჩნდება კითხვის ნიშნები. თუ რატომ ხდება ეს პროცესები ქვეყნის შიგნით და როგორ იქნება ტურისტის უსაფრთხოება დაცული?! - ამის ახსნა-განმარტება სწორედ ტურისტულ ორგანიზაციებს უწევთ", - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველო ტურისტებისთვის საინტერესო ქვეყანაა, მათ შორის, გასტრონომიით, კულტურით და ა.შ.