აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნებს, შესაძლოა, აშშ-ისგან 150%-იანი ტარიფები დაეკისროთ „დოლარის განადგურების მცდელობისთვის“.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელი გუბერნატორების ასოციაციის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქების პირობა დადო.
"BRICS-ის ქვეყნებს დაახლოებით ექვსი ქვეყანა წარმოადგენს, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი დოლარის განადგურებას. იცით, ახალი ვალუტის შექმნას აპირებდნენ. სავარაუდოდ, უნდოდათ ჩინური იუანის გამოყენება. და ბაიდენმა თქვა: „კარგი, ეს რთული სიტუაციაა. ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ. ამას ვერ ვუშველით“. მე ვთქვი: „შეგვიძლია, ვუშველოთ“. როცა მოვედი, პირველი რაც ვთქვი, იყო, რომ „BRICS-ის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თუნდაც ახსენებს დოლარის განადგურებას, 150%-იანი ტარიფი დაეკისრება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge