BRICS-ი იყო ცუდი მიზნით შექმნილი და ახლა ამ ორგანიზაციის მონაწილეებს ამაზე საუბარიც კი არ სურთ, მათ ეშინიათ ამაზე საუბრის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, BRICS-თან 100%-იანი ტარიფებით ივაჭრებს.
„თუ მათ სურთ, ეთამაშონ დოლარს, მაშინ მათ 100-პროცენტიანი ტარიფით დავარტყამ. შემდეგ ისინი მოვლენ და შემეხვეწებიან, რომ ეს არ გავაკეთო. BRICS-ი მკვდარია მას შემდეგ, რაც ეს ვთქვი. თუ BRICS-ს უნდა თამაში, მაშინ ჩვენ არ ვივაჭრებთ მათთან, და თუ იქნება რამე სახის ვაჭრობა, მაშინ იქნება 100%-იანი ტარიფები. ამას რომ ვამბობ, იმ ქვეყნებს არც კი სურთ აღიარება, რომ BRICS-ის წევრები იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, BRICS-ის წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2024 წლის დასაწყისიდან BRICS-ს შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
1tv.ge