logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მეტროპოლის" მრავალმილიონიანი პროექტები - დეველოპერული კომპანია 2024-ს აჯამებს

"მეტროპოლის" მრავალმილიონიანი პროექტები - დეველოპერული კომპანია 2024-ს აჯამებს

1740141660

57%-იანი ზრდა გაყიდვებში, 150 მილიონი ლარის ინვესტიცია, ექვსი მიმდინარე პროექტი და სამი საერთაშორისო ჯილდო - ამ მაჩვენებლებით დაასრულა გასული წელი დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“. ექვსი ახალი პროექტი და თბილისის ხუთი ახალი უბნის ათვისება, შედეგების გაორმაგება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა კი 2025-ის გეგმების ნაწილია.

„მეტროპოლი“ სამშენებლო ბაზარზე სამი წლის წინათ გამოჩნდა და დაარსების პირველივე წელი ფრანგულ ბრენდთან Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით, 5-ვარსკვლავიანი Royal Tulip-ის აჭარის რეგიონში შემოყვანის ექსკლუზიური უფლებით ჩახურა. კომპანიამ ბიზნესსაქმიანობის არეალში თბილისი და ბათუმი მოაქცია და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული პორტფელი ეტაპობრივად გააფართოვა. მალე მიიპყრო საერთაშორისო ყურადღებაც და არაერთი გლობალური აღიარება მოიპოვა.

ბიზნესის უწყვეტობა, მრავალფეროვანი არჩევანი, მაღალი ხარისხი და სანდოობა - ეს ის მთავარი ფაქტორებია, რაც „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს კომპანიის უპირატესობად მიაჩნია. ამბობს, რომ ბიზნესის წარმოების არჩეული ხედვა არც მიმდინარე წელს შეიცვლება. მამუკა იმედაშვილი „მეტროპოლის“ გასული წლის შედეგებს აჯამებს და დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს.

2024 „მეტროპოლისთვისგამორჩეული წელი იყო. შევძელით და არსებობის მესამე წელს შედეგები გავაორმაგეთ - 680-ზე მეტი ბინა გავყიდეთ. რეალიზებული ფართის საერთო კვადრატულობა 39 500 კვ.- სცდება და მისი ღირებულება თითქმის 170 მილიონი ლარია. გასული წლის ჯამური ინვესტიცია კი 148,282,000 ლარს შეადგენს.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გასული წელი გამოწვევებით იყო სავსე. ჩვენ საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდში მოგვიწია საქმიანობა, რადგან მიმდინარე პროცესები დეველოპერულ სექტორზეც საგრძნობლად აისახა. ასეთ პერიოდებში პროცესები უბრალოდ დროებით ჩერდება, სიტუაციის დასტაბილურებას კი ერთგვარიბუსტიმოსდევს, რისთვისაც ბიზნესი მზად უნდა იყოს და ჩვენი მთავარი საზრუნავი სწორედ ის არის, რომ პროცესები უწყვეტად მიმდინარეობდეს და მომავალ მობინადრეებს ბინები დათქმულ დროში ჩავაბაროთ“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.

„მეტროპოლმა“ 2024 წელი ოთხი პროექტით დაიწყო (ბაგები, ქავთარაძე, კუბი და ოვალი), მალევე მოჰყვა ახალი პროექტები თბილისსა და ბათუმში. დედაქალაქში ახალი კომპლექსი ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში აშენდება, აჭარაში კი „მეტროპოლის“ პირველი საცხოვრებელი კორპუსები, „მეტროპოლ პარალელი“, აბუსერიძის ქუჩაზე განთავსდება. ტურისტულად მიმზიდველ ორივე ლოკაციაზე წინასწარი გაყიდვები დაწყებულია, დაინტერესება დიდია, მაგალითისთვის, „პარალელის“ B ბლოკში ბინების 60%-მდე უკვე გაყიდულია.

,,მეტროპოლმა” 2024 წელი ოთხი პროექტით დაიწყო (ბაგები, ქავთარაძე, კუბი და ოვალი), მალევე დაიწყო ახალი პროექტები თბილისსა და ბათუმში. დედაქალაქში ახალი კომპლექსი ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში აშენდება, აჭარაში კი „მეტროპოლის“ პირველი საცხოვრებელი კორპუსები, „მეტროპოლ პარალელილი“  აბუსერიძის ქუჩაზე განთავსდება. ტურისტულად მიმზიდველ ორივე ლოკაცაიზე წინასწარი გაყიდვები დაწყებულია - დაინტერესება კი დიდი,  მაგალითისთვის, „პარალელის“ B ბლოკში ბინების 60%- მდე უკვე გაყიდულია.

გასული წლის მნიშვნელოვანი ფაქტების ჩამონათვალშია „მეტროპოლის“ გაყიდვების ორი ახალი ოფისი თბილისში - საბურთალოსა და ორთაჭალაში.

ამ წარმატებული მოვლენების სიის სათავეში „მეტროპოლის“ პირველი დასრულებული პროექტი „მეტროპოლ ბაგებია“. მესაკუთრეებს კომპანიამ ბინები დათქმულ დროში ჩააბარა. 14-სართულიანი კორპუსი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებში მდებარეობს. ეს ადგილი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა.

სიამაყით მინდა ვთქვა, რომ დაპირებულ ვადებში ჩავეტიეთ და ხაზგასასმელია, ისიც, რომ ბაგების პროექტში მხოლოდ 4 ბინაა დარჩენილი.

ასევე, საცხოვრებელი ფართების თითქმის ნახევარი უკვე გაიყიდამეტროპოლ ქავთარაძისკომპლექსში. სამშენებლო სამუშაოებს აქ, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაანაგთანერთად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ. ობიექტზე ამჟამად მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. A1 ბლოკზე ხუთდონიანი პარკინგის - ხუთივე, ხოლო A2 ბლოკზე სამი სართული დასრულებულია. ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის ორივე ბლოკის 21 სართული დამთავრდა.

ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი ბათუმშიც. დამთავრდა ოვალის კარკასისა და აუზის რკინა-ბეტონის სამუშაოები, შიდა კედლებისა და ტიხრების ამოშენება სამშენებლო ბლოკით და მათი შებათქაშება-შელესვა. 2025 წლის ბოლოსთვის აპარტამენტები სრულად წარმოდგება თეთრი კარკასის მდგომარეობით და რამდენიმე თვის დაწყებული იქნება ფასადის სამუშაოები. „მეტროპოლ კუბისშემთხვევაში დასრულდა 25- სართულის ფილის მოწყობა. 2025-ის დეკემბრისთვის კი კარკასის მონოლითური სამუშაოებიც დამთავრდება. ამ ორი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 260 მილიონი ლარია. შენდება 1000-მდე აპარტამენტი. ასევე წარმოდგენილი იქნება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip - ჯამურად, 180 ნომრით“, - ამბობსმეტროპოლისგენერალური დირექტორის მოადგილე.

იმის მიუხედავად, რომ „მეტროპოლ კუბისა“ და „მეტროპოლ ოვალის“ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, ორივე პროექტი უკვე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „კუბმა“ ჯერ Titan Awards-ის აღიარება მოიპოვა, გასული წლის შემოდგომაზე კი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული International Property Awards-ის ჯილდო დაიმსახურა კატეგორიაში Mixed-Use Development for Georgia. ჯილდო კომპანიის წარმომადგენლებს ლონდონში გადაეცათ, სადაც „მეტროპოლს“ საკუთარი პროექტების წარდგენის შესაძლებლობაც ჰქონდა.

„მეტროპოლ ოვალი“ კი საქართველოში საუკეთესო პრემიულ სასტუმროდ დასახელდა. პროექტი Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებული 2024-ის გაზაფხულზე გახდა. მთავარ კრიტერიუმად ქართული კომპანიის უნაკლო რეპუტაცია და პროფესიონალიზმი დასახელდა.

ერთი თვის წინ კომპანიამ The Global Economics Award-ისა და Luxury Lifestyle Awards-ის ჯილდო მიიღო. ამ აღიარების მოსაპოვებლად ბიზნესებს ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკის განვითარებაში საუკეთესო შედეგები მოეთხოვებათ.

ამ წარმატებულ პორტფელსა და ქვეყნის პოტენციალს ინტენსიურად აცნობს „მეტროპოლი“ მსოფლიო დეველოპერებსა თუ ინვესტორებს. CITYSCAPE GLOBAL SKA გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპოზიცია იყო, რომელშიც „მეტროპოლი“ მონაწილეობდა. მანამდე იყო გამოფენა შანხაიში, TOON EXPO სომხეთის დედაქალაქში და თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ექსპოზიცია, რომელსაც „მეტროპოლი“, როგორც ქართული ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშე, პირველად დაესწრო.

საერთაშორისო ექსპოზიციებში მონაწილეობა - ერთი მხრივ, გამოცდილება, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და გაყიდვების არეალის გაფართოების კარგი შესაძლებლობაა. გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროექტები, როგორც ხარისხით, ისე არქიტექტურით, მოწინავე მსოფლიო დეველოპერების პორტფელების გვერდით, უცხო ბაზრებისთვის საინტერესოა. ბუნებრივია, ასეთი ღონისძიებები ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის საუკეთესო საშუალებაა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად, ადგილზე ვნახოთ და შევაფასოთ ის სიახლეები და ტენდენციები, რომლებიც უძრავი ქონების სექტორში ინერგება, იქნება ეს არქიტექტურა, საინტერესო მასალები, სამშენებლო სიახლეები თუ თანამედროვე მიდგომები“, - მამუკა იმედაშვილი.

კითხვაზე: რატომ არის მიმზიდველი „მეტროპოლის“ პროექტები საერთაშორისო ბაზრებისთვის და რა გამოარჩევს მას ქართული უძრავი ქონების სექტორში? - კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე პასუხად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

ხარისხი, ფოკუსი ჯანსაღ და კომფორტულ გარემოზე, მუდმივი ზრუნვა მომხმარებლის ინტერესებზე, მათ საჭიროებებზე მორგება, რაც ფასებზეც და პროდუქტებზეც აისახება. ჩვენ არცთუ ისე პატარა პორტფელი გვაქვს უკვე, გვყავს 1 100-ზე მეტი მობინადრე. მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ყოველკვარტალურად, პროაქტიურად ვეკონტაქტებით და ვატყობინებთ სიახლეებს.

სტრატეგია მარტივია, ჩვენ ვუსმენთ მომხმარებლის ხმას და ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს, რაც გულისხმობს კომერციულად თუ ტურისტულად აქტიურ ზონებს, ხედებს, ფასის ზრდის პერსპექტივას, ყოველდღიურობისთვის საჭირო ობიექტების სიახლოვეს და ბინის დაგეგმარებას, რომელიც გვინდა მომხმარებლის ჩანაფიქრს მაქსიმალურად მოვარგოთ.

ფართო არჩევანი ჩვენი უპირატესობაა, იქნება ეს საცხოვრებელი, საინვესტიციოდ განკუთვნილი თუ კომერციული ფართები. ასევე სააგარაკე პროექტები, სადაც დაინტერესებული პირი თავად აირჩევს, უნდა მიწის შეძენა თუ ვილა ეზოთი“.

ვილებისა და მიწის ნაკვეთების არჩევანს „მეტროპოლი“ მომხმარებელს ლისისა და შინდისის ტერიტორიაზე შესთავაზებს. თავდაპირველად გაყიდვები ლისზე დაიწყება, სადაც 65 ვილაა გათვალისწინებული. კომპანია თავად მოამზადებს ხუთ სხვადასხვა პროექტს, მათგან მომხმარებელი სასურველს თავად აირჩევს.

უფრო მასშტაბურ განაშენიანებას აპირებს დეველოპერი შინდისში. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი პროექტი იქნება, რაც საქართველოში აშენებულა. დასახლებაში, დუბაის წამყვანი დეველოპერების პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული საცხოვრებელი სივრცეები შეიქმნება და აშენდება ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილისთვის არის საჭირო. შინდისის პროექტის მთავარი კონცეფცია მსოფლიო სტანდარტის, თანამედროვე და კომფორტული კომპლექსის სტანდარტებზე იქნება მორგებული. 90 ჰექტარ მიწაზე დაახლოებით 600 საცხოვრებელი სახლი განთავსდება. ტერიტორია სრულად იქნება მოცული ყველანაირი ინფრასტრუქტურითა და კომფორტით - სასეირნო სკვერებით, საცურაო აუზითა თუ სხვა საჭირო ნებისმიერი ობიექტით.

პარალელურად, ავითვისებთ ახალ უბნებს, მათ შორის არის ვაკე, ვერა და ნაძალადევის რაიონი. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ახალ აქტივზეც და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი პროექტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. გამომდინარე იქიდან, რომ 2024-თან შედარებით მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი პროექტის დაწყებას ვაპირებთ, ვფიქრობ, საკმაოდ აქტიური წელი გვექნება და მზად ვართ ყველანაირი გამოწვევისთვის“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.

საქართველოში გეოგრაფიული არეალის გაფართოებასთან ერთად, გეგმაშია საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. კომპანიაში ამბობენ, რომ შეთანხმების პროცესი დაწყებულია და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ექვს პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში სამი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბის“, „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ორ­თა­ჭა­ლას“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

„მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.მ-ზე მე­ტია და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­ი­ცავს. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2000-ამდე და­საქ­მე­ბულს აერ­თი­ა­ნებს და მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1,050,000,000 ლა­რია.

„მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.მ-ზე მე­ტია და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­ი­ცავს. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2000-ამდე და­საქ­მე­ბულს აერ­თი­ა­ნებს და მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1,050,000,000 ლა­რია.

გამოგვყევით