ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისა და მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი დავხურეთ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით,- ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული 3 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7 % და ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც.
„გასული 3 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7 %. ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც, წლევანდელი მაჩვენებელი არის 9 %. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ივლისი-აგვისტო ვფიქრობთ, რომ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა,“- აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, "საქსტატის" დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა.