logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

1722410007

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

გამოგვყევით