logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი 560 სუბიექტს აქვს მინიჭებული - ლევან დგებუაძე

სტატუსების მინიჭება 2016 წელს დაიწყო. მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი 560 მოქმედ საწარმოს აქვს მინიჭებული, ხოლო 19-ს შეჩერებული აქვს საქმიანობა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსის მქონე საწარმოები საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადისგან 10 წლის ვადით თავისუფლდებიან.

"მეწარმე სუბიექტი, რომელსაც სურს, რომ მიიღოს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი მოგვმართავს შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომ ის აპირებს საქმიანობის განხორციელებას. შემოსავლების სამსახური განხილვის შემდეგ ამ განცხადებას წარუდგენს მთავრობას. თუ მეწარმე მაღალმთიანი რეგიონის ფარგლებში აწარმოებს, ან ამუშავებს პროდუქტს, მას შეუძლია რეალიზაციის მიზნით პროდუქტი გაიტანოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ანუ, მთავარია მაღალ მთიან რეგიონში მოახდინოს წარმოება", - აცხადებს ლევან დგებუაძე. 

მანვე აღნიშნა, რომ მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის შეჩერება ორი მიზეზის გამო შეიძლება მოხდება. პირველ შემთხვევაში, როდესაც მეწარმე არღვევს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო მეორე შემთხვევაში, როდესაც მეწარმე თავად აჩერებს საქმიანობას. 

გამოგვყევით