logo
Loading data...

მაიკლ ქაუგილი: აშშ-სგან თავისუფალი ვაჭრობა მხარდაჭერის კუთხით, მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა

მაიკლ ქაუგილი: აშშ-სგან თავისუფალი ვაჭრობა მხარდაჭერის კუთხით, მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა

1700491260

აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით, მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ამერიკის სავაჭრო პალატის“ ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აცხადებს.

მისი თქმით, ამ საკითხებზე ორგანიზაცია წლების განმავლობაში განაგრძობს მუშაობას და კვლავ ეცდება ეს საკითხი წამოსწიოს ახალი ელჩის პირობებში.

„ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობდით წლების განმავლობაში. ამჟამად, მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკის მხრიდან დიდი ინტერესია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, თუმცა, ჩვენ განვაგრძობთ ამ თემის წინ წამოწევას. რადგან ამას უყურებს ჩვენი ზოგიერთი მტერი, და ეს არის რაღაც, რაც აჩვენებს მათ, თუ როგორია საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. მართალია, ჩვენ კვლავ გვაქვს GSP Plus რეჟიმი და სხვა შეთანხმებები ამერიკასთან, მაგრამ ეკონომიკური, ფულადი თვალსაზრისით, ამერიკისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ არის. მაგრამ, ჩვენთვის, ასევე, საზოგადოებრივი აზრისთვის, მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვის კუთხით, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი. ისეთივე, როგორიცაა DCFTA შეთანხმება ევროპასთან“ - აცხადებს მაიკლ ქაუგილი „ბიზნესპარტნიორთან“.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით