logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას"

"მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას"

1726325921

"საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს 28 მილიარდი ლარი იყო, ამ წლის ბოლოს კი 90 მილიარდ ლარს მიაღწევს. მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტი - 10 მილიარდი ლარით,"-  ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი განცხადებით, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სამჯერ გაიზარდა პენსიები და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი,  რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი, ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც კონკრეტულად შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გააორმაგა და ამ პროდუქციის ექსპორტი გაასამმაგა, ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა, 680 ათასმა მოქალაქემ ქვეყნის მასშტაბით დააღწია თავი სიღარიბეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მოუტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის,"-განაცხადა კობახიძემ. 

როგორც  პრემიერ-მინისტრმა განაცხადა,  ეს არის მიღწევები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება უნდა დავაფუძნოთ.

"თუ ჩვენ განვითარების დღევანდელ ტემპს შევინარჩუნებთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს. შესაბამისად, მინიმუმამდე დავიყვანთ უმუშევრობასა და სიღარიბეს ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა.

ამ ყველაფრისთვის კი, მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა, რისთვისაც 26 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. 3 ათასი წლის განმავლობაში საქართველოს უამრავი ქარტეხილი აქვს გამოვლილი. მაგრამ სადაც ერთ მუშტად იყო შეკრული ერი და ბერი, სადაც ქართველი ხალხი ერთად იდგა საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის - მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად, საქართველოს დამარცხება ვერავინ შეძლო. საქართველოს ვერც 26 ოქტომბერს ვერავინ დაამარცხებს.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

გამოგვყევით