logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ნანა ამისულაშვილი: რეგულირებული შეთანხმება ბიზნესისთვის რეაბილიტაციის კიდევ უფრო რბილი რეჟიმია

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

გადახდისუუნარობის კანონის ფარგლებში რეგულირებული შეთანხმება რეაბილიტაციის კიდევ უფრო რბილი რეჟიმია - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორის" პოდკასტში „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნანა ამისულაშვილმა ისაუბრა.

„რეგულირებული შეთანხმების მოდელი კანონში, აღებულია ინგლისის სამართლიდან, რომლეიც ასევე ამერიკულ სამართალშიცაა, რომელიც ევროპაში ფართოდ გავრცელებული არ იყო. 2019 წელს კი ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, წევრ ქვეყნებს დაევალათ ნელ-ნელა დაენერგათ ეს იოლი გადარჩენის რეჟიმი ბიზნესისთვის. ასევე აღვნიშნავ, რომ ჩვენ 2018 წლის ბოლოს პროექტში უკვე გვქონდა ეს პროცედურა შეთავაზებული.

რეგულირებული შეთანხმება არის ე.წ მოლაპარაკებების მაგიდა. მაგალითად, მე ვარ ბიზნესი, მყავს 10 კრედიტორი, რომლებთანაც უკვე პრობლემები მაქვს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ასეთ შემთხვევაში, ყველასთვის რომ სავალდებულო იყოს, ყველასთან რომ შედეგს მივაღწიო, მჭირდება ყველას თანხმობა. რეაბილიტაცია და რეგულირებული შეთანხმება ამით განსხვავდება ჩვეულებრივი მოლაპარაკებისგან. რეაბილიტაციაში გვაქვს ხმათა უმრავლესობით გეგმის დამტკიცება-აღნიშნავს ნანა ამისულაშვილი.

ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ასევე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო რეგულირებული შეთანხმება თუ რეაბილიტაციაც თითქმის იგივეა.

„რეგულირებული შეთანხმება არის შეთავაზება, ძალიან ადრეული კრიზისი ეტაპზე მყოფი ბიზნესისთვის, რომლებსაც ეყოფათ გონივრულობა და გათვლიან, რომ თუ არ აქვთ 6 თვის ვადაში გამოსწორების პერსპექტივა ახლავე დაიწყონ მოლაპარაკება. რეგულირებული შეთანხმების დაწყება შეუძლია კომპანიას, მენეჯმენტს და არა კრედიტორს“-ამბობს ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნანა ამისულაშვილი.

შეგახსენებთ, გადახდისუუნარობის რეფორმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბიზნესის რეაბილიტაციის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საერთო ჯამში გადახდისუუნარობის ახალი კანონით კი 40-მდე კომპანიამ ისარგებლა.

გამოგვყევით