logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას - შემოსავლების სამსახური

საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას - შემოსავლების სამსახური

1754027612

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე, აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 31 ივლისს, მოხდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი იქნენ დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

გამოგვყევით