logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი დასრულდა

საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი დასრულდა

1740399491

საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ  8 საუკეთესო კანდიდატი გამოავლინა, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

 საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში განხორციელებული  ცვლილებების შედეგად შეიქმნა -  საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში არსებული  საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ჩამოყალიბდა საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, პროფესიონალ წევრთა შერჩევის წესები და პროცედურები, მათი განათლების, სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები და სხვა  მოთხოვნები.

 მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი  2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა. ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ განთავსებული იყო რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზეც.

 მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების შერჩევა განახორციელა შესარჩევმა კომისიამ,  რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებისა  და რამდენიმე დამოუკიდებელი წევრისგან შედგება.

გამოგვყევით