„საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში უმნიშვნელოვანესია Impel-ის ზრდისა და განვითარებისთვის,“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Impel-ის ვიცე-პრეზიდენტი სოფო ჭყოიძე საუბრობს.
Impel-ი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომლის ნაწილია ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Pulsar AI.
როგორც ჭყოიძე აღნიშნავს, ამავე განზომილებაშია განსაკუთრებულად ხაზგასასმელი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის წყალობითაც არაერთხელ შევძელით მრავალი კომპლექსური ოპერაციული საკითხის წარმატებით გადაჭრა.
"ჩვენი მთავარი ფოკუსი - ტექნოლოგიური ინოვაცია, მომხმარებელთა წარმატებაზე ზრუნვა და სწრაფი ზრდა იმ ქართული გუნდის პროფესიონალიზმსა და თავდაუზოგავ შრომაზე დგას, რომლის არჩევანიც საქართველოს ევროპული მომავალია,“-აცხადებს სოფო ჭყოიძე.
Impel-ის ვიცე-პრეზიდენტი გაყიდვების დინამიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, რაც ერთმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა - ავტო-დილერები უფრო მეტად ადაპტირდნენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიასთან და მისმა გამოყენებამაც ამ სექტორში მკვეთრი ზრდა განიცადა, რამაც თავის მხრივ გაყიდვების ზრდა განაპირობა.
„დილერების მიერ ამ ტენოლოგიის შესისხლხორცებამ ერთ-ერთი ბოლო წარმატებული "ქეისის" მიხედვით, ჩვენ 62%-ით ვაუმჯობესებთ მომხმარებლის მიერ “ტესტ დრაივის” ჯავშნების რაოდენობას, ასევე 30%-ით გაზიარდა არასამუშაო დღეებსა თუ საათებში ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა,“-აცხადებს სოფო ჭყოიძე.
მისივე ინფორმაციით, Pulsar-ი, როგორც Impel-ის გუნდის ნაწილი, გლობალურ ბაზარზე ოპერირებს. პლატფორმა გამოიყენება 51 ქვეყანაში და ემსახურება 8,000-ზე მეტ ავტო-დილერს. ტექნოლოგია ინტეგრირებულია კლიენტების სრულ ციკლში, რაც მოიცავს, როგორც გაყიდვებსა და სერვისს, ასევე მომხმარებელთან კომუნიკაციას.
შეგახსენებთ, Pulsar AI ქართული სტარტაპია, რომელიც ავტომობილის დილერებს 24/7 საათიან რეჟიმში ეხმარება SMS და Email არხების მეშვეობით მომხმარებელს ამომწურავი პასუხები გასცენ. Pulsar AI -მ ამერიკაში ავტომანქანების დილერებისთვის Conversational AI ასისტენტი შექმნა. აღნიშნული პლატფორმა ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან აკავშირებს.
2021 წლიდან ქართული სტარტაპი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა SpinCar-მა იგივე Impel-მა შეისყიდა. Impel-მა Business Intelligence Group-ისგან ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში სტატუს ჯილდო მიიღო. ჯილდოს მფლობელი ქართული Pulsar-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგია გახდა.