logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 39.3%-ით, ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს იქნება - პრემიერი

"საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 39.3%-ით, ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს იქნება - პრემიერი

1740394740

2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყნისთვის.

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი - 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული იანვრის მონაცემები, თუმცა წინასწარი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს.

ეკონომიკა

გამოგვყევით