logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაძვირდა

1740394292

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.  ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.30% წინა კვირასთან შედარებით და +16.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 122 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 50.90 - 53.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა. 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 41.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.73% წინა კვირასთან შედარებით და +31.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 383 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.35 - 41.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა. 

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.62% წინა კვირასთან შედარებით და +10.41% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 262 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.14 - 13.42 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.

გამოგვყევით