logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს TOP 10 ინვესტორი კომპანია – I კვარტალი

საქართველოს TOP 10 ინვესტორი კომპანია – I კვარტალი

1718011260

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, - ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემცირება განპირობებულიაპირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

ხოლო, საწარმოები, სადაც 2024 წლის I  კვარტალში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა შემდეგნაირად გადანაწილდა: (კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული)

  • სს თელასი;
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • შპს მაგთიკომი;
  • შპს თბილისი ენერჯი;
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია;
  • შპს ტავ ურბან საქართველო;
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
  • შპს ტოიოტა კავკასია;
  • სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
  • ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.

საქსტატის განმარტებით, ისინი ვერ გასცემენ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ უშუალოდ რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამა თუ იმ კომპანიამ, შესაბამისად რეიტინგში მყოფი კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული.

2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: 2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი - 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი - 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 33.7 მლნ.
აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს.

გამოგვყევით