logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

SF Airlines კვირაში 2 სიხშირით იფრენს - საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისები გაიზარდა

SF Airlines კვირაში 2 სიხშირით იფრენს - საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისები გაიზარდა

1725867060

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავირეისების რაოდენობა გაიზარდა. სააგენტოს მიერ, SF Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა.

უწყების ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, გაზარდა ოპერირების სიხშირე ურუმჩი - თბილისის - ურუმჩის საჰაერო ხაზზე.

კერძოდ, სექტემბრიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ სატვირთო რეისებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

გამოგვყევით