logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

თბილისში უძრავი ქონების ფასები 14.9%-ით გაიზარდა – ფასები უბნების მიხედვით

თბილისში უძრავი ქონების ფასები 14.9%-ით გაიზარდა – ფასები უბნების მიხედვით

1721718420

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 48.1 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.6 პროცენტი). 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 14.4 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8 პროცენტით.

ცნობისთვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს, ქ.თბილისში.

უბნების მიხედვით 2023 წლის მეოთხე კვარტალში ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მთაწმინდა – 5 737 ლარი;
  • ვაკე – 5 247 ლარი;
  • საბურთალო – 4 037 ლარი;
  • კრწანისი – 3 635 ლარი;
  • ჩუღურეთი – 3 960  ლარი;
  • დიდუბე – 3 648 ლარი;
  • ნაძალადევი – 3 581 ლარი;
  • ისანი – 3 449 ლარი;
  • გლდანი – 3 425 ლარი;
  • სამგორი – 3 232 ლარი.

 კერძო სახლების სეგმენტის შემთხვევაში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით არის:

  • მთაწმინდა – 4 423 ლარი;
  • ვაკე – 3 375 ლარი;
  • საბურთალო – 3 118 ლარი;
  • დიდუბე – 3 583 ლარი;
  • ჩუღურეთი – 2 797 ლარი;
  • კრწანისი - 3 045 ლარი;
  • ისანი – 2 737 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 442 ლარი;
  • სამგორი – 2 374 ლარი;
  • გლდანი – 2 290 ლარი.

გამოგვყევით