logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

თებერვალში ექსპორტის ფასების ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 0.3%-ით შემცირდა - "საქსტატი"

თებერვალში ექსპორტის ფასების ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 0.3%-ით შემცირდა - "საქსტატი"

1742454743

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ფასების 5.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 9.1 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 37.4 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 6.8 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 15.1 პროცენტით. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 17.0 პროცენტით.

რაც შეეხება იმპორტის ფასებს - აქ ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 3.7 პროცენტიანი მატება. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 11.0 პროცენტით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 5.5 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 83.2 პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 12.7 პროცენტიანი მატება.

გამოგვყევით