logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"განახლებადი ენერგიის პროექტების დეველოპერებისთვის კონკურსი გამოცხადდა"

განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ობიექტების დეველოპერებისთვის ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ USAID ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულების ხელმძღვანელმა თათა მურცხვალაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

თათა მურცხვალაძის ინფორმაციით, დეველოპერებს ექნებათ სოციალური ვალდებულება, რომ განახორციელონ ისეთი პატარა საპილოტე პროექტი, რომლის სარგებელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს.

ენერგეტიკული გაერთიანებებისთვის ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ენერგეტიკული საპილოტე პროექტების კონკურსი. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც ძალიან კარგად არის ევროპის კანონმდებლობაზე მიბმული. ევროპაში ეს უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთი მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელებენ ენერგეტიკულ ამა თუ იმ განახლებად პროექტს. ჩვენ გვინდა, რომ ევროპის სინქრონიზაციასთან ერთად პირველი ნაბიჯების გადადგმა და ნიადაგი მოვსინჯოთ თუ როგორ იმუშავებს ენერგეტიკული საპილოტე პროექტი ენერგეტიკულ გაერთიანებებში. ამ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დეველოპერს, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ობიექტის პროექტს - ეს შეიძლება იყოს: ქარი, მზე, ჰიდროენერგეტიკა. ამ პროექტს ორმაგი დატვირთვა აქვს. მათ ექნებათ სოციალური ვალდებულება, რომ განახორციელონ პატარა საპილოტე პროექტი, რომლის სარგებელსაც მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა. მთავარი მოსარგებლე, ბენეფიციარი იქნება იმ არეალში ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი ელექტროენერგიას მიიღებენ უფასოდ, ექნებათ განახლებული სხვადასხვა ობიექტი ენერგეტიკულად, ან ენერგოეფექტურად გამართული ობიექტები, რომლის მოსარგებლეები იქნებიან უშუალოდ ადგილობრივები. ეს ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობასა და დეველოპერებს შორის ურთიერთობებისა და კომუნიკაციის ჩამოყალიბებას.

19 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ და მხოლოდ განახლებადი ენერგიის პროექტების დეველოპერებს შეუძლიათ განაცხადის შევსება. მათ ექნებათ ვალდებულება, რომ განახორციელონ მინიმუმ 50%-იანი თანამონაწილეობა, ვინაიდან ჩვენ არ ვაფინანსებთ 50%-ზე მეტს და ეს არ უნდა აღემატებოდეს 100 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში. აუცილებელი პირობაა, რომ პროექტი ეხებოდეს განახლება ენერგიის წყაროების განვითარებას, ან ენერგოეფექტური ღონისძიებების ჩატარებას, ან ენერგიის მართვის სისტემების დახვეწას.

ჯამში საპილოტე პროექტების ფარგლებში დავაფინანსებ 30 პროექტს, ოღონდ არა ენერგეტიკული გაერთიანებების, არამედ ზოგადად სხვა საპილოტე პროექტებს. ჯამში 30 პროექტი უნდა განხორციელდეს, 4 უკვე დასრულებულია, 2 მიმდინარეა, დავასრულეთ კონკურსი 9 პროექტის შესარჩევად, კიდევ გვექნება ეს ენერგეტიკის გაერთიანების პროექტი და მომავალი წლისთვის კიდევ 12 პროექტი განხორციელებას ვგეგმავთ“, - განაცხადა თათა მურცხვალაძემ.

გამოგვყევით