logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში "თბილისი ენერჯის" პირველი მოსმენა გაიმართა

გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში "თბილისი ენერჯის" პირველი მოსმენა გაიმართა

1739793790

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად გათიშვის ფაქტზე მოსმენა დაიწყო. საჯარო მოსმენაზე შპს „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ისაუბრა როგორც ავარიის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე, ასევე კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისას უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული.

კომისიისა და ენერგოომბუდსმენის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიას დაევალა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომისიაში დეტალური ინფორმაციის  წერილობით წარმოდგენა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კომისია გადაწყვეტილებას საკითხის სრულად შესწავლის შემდეგ მიიღებს.

გამოგვყევით