logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საქართველოში Eksim Holding-ი ქარის ენერგეტიკის მიმართულებით, ინვესტიციას განახორციელებს"

საქართველოში Eksim Holding-ი ქარის ენერგეტიკის მიმართულებით, ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ასოციაცია აქტიურად მუშაობს, რომ სხვადასხვა სფეროში ინვესტორების დაინტერესება გაიზარდოს.

"ინვესტორები საქართველოში, სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების განხორციელებით ინტერესდებიან. ერთ-ერთი არის ქარის ენერგეტიკა და ასევე, სოფლის მეურნეობის სფერო. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ Eksim Holding-ი საქართველოში უკვე ახორციელებს ინვესტიციას.  ქარის ენერგეტიკის მიმართულებით მოლაპარაკება შედგა მთავრობასთან და მალე ინვესტიცია ამ მიმართულებითაც განახორციელდება. 

იცით, რომ თურქეთ-საქართველოს შორის 2022 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, კუმულაციის შესახებ. ამასთან დაკავშირებით ტექსტილის სფეროში უკვე გვყავს ინვესტორები და ჩვენ გვინდა, რომ იყოს სამი მთავარი მიმართულება: ტექსტილი, სამშენებლო მასალა და ავეჯის მასალა. ჩვენ გვინდა, რომ ავეჯის სფეროში დაინტერესება გავზარდოთ და ინვესტიციები განხორციელდეს საქართველოში. ამ კუთხით ინტერესი უკვე არის, მოლაპარაკებები გვაქვს", - განაცხადა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ.

ცნობისთვის: 2022 წლის  29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეო) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.

გამოგვყევით