logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"თბილისში ბუნებრივი გაზის სექტორში ყველაზე დიდი პრობლემა გაქირავებულ ბინებში გამოვლინდა" - ნინო გულეიშვილი

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის ინფორმაციით, თბილისში ბუნებრივი გაზის სექტორში ჩატარებული მოკვლევისას ყველაზე დიდი პრობლემა გაქირავებულ ბინებში გამოვლინდა.

როგორც სექტორის წარმომადგენელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, გაქირავებული ბინების შემთხვევაში,  მომხმარებელი ხშირად გაზის მეორად დანადგარს ამონტაჟებს.

მისივე თქმით, დედაქალაქში მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გადამოწმებულია 216 000 აბონენტი, ხოლო 2 000-მდე აბონენტის შემთხვევაში ქსელიდან ჩახსნა მოხდა. 

"ბუნებრივი გაზის სექტორში ჩატარებულ მოკვლევას ყოველწლიურად ვახორციელებთ. თბილისში მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გადამოწმებულია 216 000 აბონენტი, ხოლო გადამოწმების პროცესი 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება. 53 000-მდე აბონენტთან, სამწუხაროდ, შესვლა ვერ მოხდა, რადგან ბინა დაკეტილი გახლდათ. დარღვევა 4 500-მდე აბონენტთან იყო, ხოლო 2 000-მდე აბონენტის შემთხვევაში ქსელიდან ჩახსნა მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ 4 500-მდე აბონენტთან სხვადასხვა, ტიპის დარღვევა აღმოაჩინა. 

მონაცემები შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელ წელს ძალიან ჰგავს და დიდ სხვაობას მაინც არ გვაძლევს. უბრალოდ, შემოწმებული აბონენტების რაოდენობა წელს მეტია, თუმცა დიდ სხვაობა, თუ რამდენ აბონენტთან მოხდა დანადგარის ჩახსნა მასშტაბური არ არის, როგორც რეგიონებშია. სად გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემა?! ესაა გაქირავებული ბინები, იქ სადაც მომხმარებელმა დაზოგა, შეიძინა, ან მეორადი დანადგარი დაამონტაჟა... აღნიშნული მიმართულებით წელსაც დიდი სხვაობა არ გვაქვს - ღია წვის დანადგარი დახურულ სივრცეშია, ან ეს ყველაფერი პირიქითაა განხორციელებული, ანდაც ქსელი თვითნებურადაა გადაკეთებული, აღნიშნული განსაკუთრებით იტალიურ ეზოებში გვხვდება", - აცხადებს ნინო გულეიშვილი.

გამოგვყევით