logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი გაიზარდა - სებ

2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი გაიზარდა - სებ

1730176200

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სეხების გარდა) 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.69 მილიარდი ლარით (2.93-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.17%-ით გაიზარდა) და სექტემბრის ბოლოს 59.37 მილიარდი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მარეგულირებლის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 949.87 მლნ ლარით (2.94%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 741.66 მლნ ლარით (2.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.18%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2024 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.03 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.60%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.99  მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.33%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.57%-ით მეტი).

2024 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.37%-ით, ანუ 410.52 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 30.47 მილიარდი ლარი შეადგინა.

2024 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.10% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.002 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.42 პროცენტული პუნქტით).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს

გამოგვყევით