logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

8 ნოემბერს ბანკირის დღე აღინიშნება - ეროვნული ბანკი

8 ნოემბერს ბანკირის დღე აღინიშნება - ეროვნული ბანკი

1762584067

ბანკირის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

"თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი შესრულდა.  2001 წლიდან კი, ყოველ 8 ნოემბერს, ბანკირის დღე აღინიშნება.

„ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“, - ასე მიაჩნდა ერის მამად წოდებულ დიდ ქართველ მწერალსა და ეროვნულ მოღვაწეს.

20-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს სწორედ ილია ჭავჭავაძეა გამოსახული,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით