logo
Loading data...

ბანკების აქტივები მილიარდით გაიზარდა - სისტემაში პეივბანკი ჩაერთო

ბანკების აქტივები მილიარდით გაიზარდა - სისტემაში პეივბანკი ჩაერთო

1714109820

ბანკების აქტივები მარტში 1 მილიარდით 81 მლრდ ლარამდე გაიზარდა. პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15- საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

სებ-ის სტატისტიკურ ანგარიშგებაში, ბაზარზე ახლად შესული ციფრული ბანკებიდან, პეისერასთან ერთად უკვე მონაწილეობს "პეივიც", 5.6 მლნ ლარამდე აქტივით. სისტემაში ჯერ არ არის "ჰეში". თუმცა სამივე, სატესტო რეჟიმში ყოფნის სტატუსს ინარჩუნებს.

Q1/2024- ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 12.1 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15 პროცენტია.

  Q1/2024 2m/2024
1 საქართველოს ბანკი  31 309 830 30 642 243
2 თიბისი ბანკი 31 252 500 30 019 394
3 ლიბერთი ბანკი 4 290 765 4 138 686
4 ბაზის ბანკი 3 442 109 3 472 191
5 კრედო ბანკი 2 509 826 2 511 327
6 ქართუ ბანკი 1 885 779 1 906 875
7 პროკრედიტ ბანკი 1 839 732 1 796 530
8 ტერა ბანკი 1 702 818 1 678 191
9 ხალიკ ბანკი 869 241 871 053
10 პაშაბანკი 525 722 517 471
11 იშ ბანკ 484 734 463 767
12 ვითიბი 454 707 452 039
13 ზირაათ ბანკი 220 945 204 331
14 სილქ ბანკი 180 483 170 199
15 პეისერა   11 570 12 669
16 პეივბანკი     5 581 -----

ნინო შუბითიძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით