logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

BGEO-მ სასესიო კვირა 2%-მდე მატებით დაიწყო

საქართველოს ბანკის (BGEO) ჯგუფმა, ლონდონში, სასესიო კვირა 1.6%-იანი მატებით დაიწყო და შუა დღისთვის (ლონდონის დროით) აქციის ფასმა 41 ფუნტს (GBP) გადააჭარბა.

გასულ კვირას კი 3.3%-იანი ზრდა აღინიშნა. თვის ჭრილში (m.m) +2.8%. G&T-ის ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს ბანკის ჯგუფის ფასიანი ქაღალდები GBP39.00 - 41.40 -ად ივაჭრებოდა და გარიგებები  250 000-მდე აქცვიაზე დაიდო. 01.07.2024-ის მდგომარეობით,  ჯგუფის კაპიტალიაცია £1.845 მილიარდია 

აქციების ტრენდი კვირის და თვის ჭრილში:

  ±% (w/w)   ±% (m.m)  
TBCG +0.19   -0.58  
BGEO +3.33  +2.80  
CGEO  +10.1   -0.31  

წყარო: G&T

მთლიანად, ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია, პირველი ივლისისთვის 3.7 მლრდ ფუნტია. აპრილის ბოლო სასესიო კვირას ჯამური კაპიტალიზაცია 4.7 მლრდ გირვანქა სტელრინგს აღემატებოდა. აქედან საქართველოს ბანკის ჯგუფის იყო GBP2.2 მლრდ.

გამოგვყევით