logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

1759476290

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტებს ინტენსიურ გრძელვადიან პროგრამებს სთავაზობს: დიზაინის საფუძვლებისა და შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის მიმართულებით.

პროგრამები ეხმარება სტუდენტებს პროფესიული ინტერესების პოვნაში, აკადემიური საფუძვლის შექმნაში და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში.

შემოდგომის სემესტრში ინსტიტუტი საფუძვლების პროგრამის მეოთხე ნაკადს მიიღებს და ამჯერად, დიზაინის საფუძვლების გარდა, სტუდენტებს შემოქმედებითი და ვიზუალური ფიქრის გრძელვადიან პროგრამასაც შესთავაზებს. სტუდენტებს შეეძლებათ აირჩიონ ის მიმართულება, რომელიც მათ პროფესიულ და აკადემიურ ინტერესებს მეტად ერგება.

თითოეული პროგრამა აერთიანებს 30-ზე მეტ ლექტორს და დიზაინის, შემოქმედებითი და ბიზნეს სფეროს პროფესიონალს. ინტენსიური, 200 საათიანი კურსის განმავლობაში სტუდენტებს შეეძლებათ სრულყოფილად გაიცნონ დიზაინის სფეროში და შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებული პროფესიები და დისციპლინების საფუძველი, იმუშაონ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან ნამდვილ პროექტებზე, გაიზიარონ ცოდნა და მიიღონ რჩევები ბიზნესის და სოციალური სექტორის წარმომადგენლებისგან.

პარტნიორების მხარდაჭერით, ინსტიტუტმა წელსაც გასცა გრძელვადიან პროგრამებზე რამდენიმე სრული (100%) სტიპენდია.

თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია  წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.

გამოგვყევით