logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"Eagle Hills-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ ბიუჯეტში მოგების 33%-ი შევა" - ირაკლი კობახიძე

"Eagle Hills-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ ბიუჯეტში მოგების 33%-ი შევა" - ირაკლი კობახიძე

1761204180

Eagle Hills-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ ბიუჯეტში შევა მოგების 33%-ი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"პირველ რიგში, მარიამ ქვრივიშვილს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელიც მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან ჩაერთო მოლაპარაკებებში Eagle Hills-თან და მან შეძლო მაქსიმუმის მიღება იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოეწერა. ეს მაქსიმუმი ითვალისწინებს იმას, რომ ეს არის უპრეცენდენტო ინვესტიცია, რომელიც შემოდის საქართველოში და პირდაპირი ინვესტიცია არის 6,5 მილიარდი დოლარი მარტო ერთი კომპანიიდან. წინა ხელისუფლების პირობებში, მთელი მათი მოღვაწეობის დროს, 9 მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი. ახლა მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი. თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, ჩვენი მშპ-ს განვითარებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ამის მიღმა ხელშეკრულებაში ჩაიდო ის, რომ პირდაპირ ბიუჯეტში შედის მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და მარიამ ქვრივიშვილს კიდევ ერთხელ მადლობა ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერისთვის, რომელიც შეტანილ იქნა ხელშეკრულებაში", - განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით