logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეკატერინე მიქაბაძე - მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება

ეკატერინე მიქაბაძე - მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება

1787215086

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო შპს "ლოპოტას" მიერ $11 მლნ-ისა და €6.9 მლნ-ის მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებული განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ემისია $20 მლნ-ის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს ისეთი მასშტაბისა და რეპუტაციის მქონე კომპანია  უერთდება , როგორიც "ლოპოტაა".

"2025 წელი საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისიების მხრივ რეკორდული აქტივობით გამოირჩეოდა. წლის განმავლობაში გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ღირებულებამ ₾1.5 მლრდ-ს გადააჭარბა. მაღალი აქტივობა გაგრძელდა 2026 წელსაც: დღევანდელი მდგომარეობით, "ლოპოტას" ემისიების ჩათვლით, შვიდმა ემიტენტმა ბაზარზე ცამეტი  საჯარო კორპორაციული ობლიგაცია განათავსა, რომელთა ჯამური ღირებულება ₾570 მლნ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდს დაახლოებით 80%-ით აღემატება", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ სიტყვით გამოსვლისას. 

გამოგვყევით