logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ენერგეტიკა არის ის სექტორი, რომელშიც მომავალში ასეულობით მილიონის ჩადება შეიძლება" - არჩილ გაჩეჩილაძე

"ენერგეტიკა არის ის სექტორი, რომელშიც მომავალში ასეულობით მილიონის ჩადება შეიძლება" - არჩილ გაჩეჩილაძე

1750410300

ენერგეტიკა არის ის სექტორი, რომელშიც მომავალში ასეულობით მილიონის ჩადება შეიძლება. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქსელი გამართული და მზარდი იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისივე შეფასებით, კერძო სექტორის მხრიდან აღნიშნული მიმართულებით აქტივობა საკმაოდ გაზრდილია. 

"ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი სექტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს არის ინფრასტრუქტურა და მას მიმაგრებული სხვადასხვა ინდივიდუალური პროექტი. ამ ინფრასტრუქტურას სჭირდება საკმაოდ დინამიური განვითარება და როგორც რეგულატორული, ისე სახელმწიფო სტრატეგიის კოორდინირება კერძოსთან.

კერძო სექტორის მიმართულებით საკმაოდ დიდ აქტივობას ვხედავთ და ყველაფერი თუ წარმატებით დასრულდა 100 მილიონის დაფინანსებაა შესაძლებელი ამ სექტორში. 20-30%-იანი ზრდა შეიმჩნევა და აქტივობა ამ მიმართულების საკმაოდ დიდია. 

ზოგადად, საკრედიტო აქტივობა ქვეყანაში კარგია, 15-17%-ის ფარგლებშია წლიური ზრდა სექტორის, რაც მისასალმებელია. საბანკო სექტორის აქტიურობა, ზრდა და მომგებიანობა მთლიანად დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობაზე", - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

გამოგვყევით