logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

განათლების გზაზე არ გაჩერდე - როგორია საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები

განათლების გზაზე არ გაჩერდე - როგორია საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები

1753860771

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-მდე ადამიანს უწყობს ხელს, მიიღონ წვდომა ხარისხიან განათლებაზე.

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის:

საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა

საქართველოს ბანკმა რეგიონის სკოლებში ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები გახსნა, რომლებიც აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით. დღეს საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობას.

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.

სასკოლო ოლიმპიადები

  • STEM ოლიმპიადა - კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე მუშაობენ. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან  ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა. 
  • ევერესტი - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში, რომლის გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია. ოლიმპიადის ფარგლებში, ოქროს ტურის 2 გამარჯვებული მოსწავლე საქართველოს ბანკისგან 5000 ლარის ოდენობის სტიპენდიას იღებს.
  • ეკონომიკის ოლიმპიადა - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ორგანიზაცია GELi-ი ეკონომიკის ოლიმპიადას ახორციელებს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას. პროექტი Economic Fundamentals Initiative (EFI)-ის მანდატის ქვეშ, თავისუფალ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება.

საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკის სტიპენდია 22 პარტნიორ უნივერსიტეტში

სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 22 პარტნიორ უნივერსიტეტში.

სტიპენდიატების შერჩევა მათი მაღალი აკადემიური მოსწრების, ლიდერული პოტენციალის და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი, პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამა

საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სტიპენდია ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის ერთწლიანი დაფინანსება.

საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის:

CHEVENING

2013 წლიდან საქართველოს ბანკი CHEVENING-ის მხარდამჭერია. შედეგად, ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

Fulbright

2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში

რაც შეეხება Miami Ad School Europe-ში (MASE) ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიას, ის საქართველოს ბანკისა და MASE-ს თანამშრომლობით 2019 წელს შეიქმნა.  ყოველწლიურად, სტიპენდიის ფარგლებში ერთი გამარჯვებული ვლინდება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე. საქართველოს ბანკმა და MASE-მ პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი, 2025-2026 წლის გამარჯვებული კი აგვისტოში გახდება ცნობილი.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge

გამოგვყევით