logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

IMF - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია

IMF - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია

1749024638

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა და სებ-ის საბჭოს ვაკანტური ადგილების შევსება პირველი მისასალმებელი ნაბიჯია, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაში.

ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ  სებ-ის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალურ ელემენტად რჩება.

„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა და სებ-ის საბჭოს ვაკანსიების  შევსება პირველი მისასალმებელი ნაბიჯია. ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე: უზრუნველყოს საბჭოში არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა, მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა შეიზღუდოს, ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემისა (მმართველობის გადაცემის ჩარჩო)  და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე რეკომენდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა: საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა,“- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა კვლავ კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია.

გამოგვყევით