logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული

ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული

1765363605

ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, გარდა ამისა, აქ სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შემუშავდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად ფართოდ არის ასახული სოციალური პრიორიტეტები.

„ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, ეს არის მათ შორის ჯანდაცვის თემები, სოციალური საკითხები და ა.შ. მესამედზე მეტი განკუთვნილია სოციალური პრიორიტეტების დაკმაყოფილებისთვის. გარდა ამისა, აქ სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც. 8 მილიარდზე მეტია კაპიტალური დანახარჯები, რაც მთლიანობაში გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამასთანავე ეკონომიკის სტიმულირებას. აქ არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული რეფორმების, მათ შორის განათლების რეფორმის განხორციელებასთან და ა.შ. ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით