მთავრობამ ავიაკომპანია Ryanair-ის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლა.
"8 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირლანდიაში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair აღმასრულებელ მმართველთან, მაიკლ ო’ლირისთან,"- ინფორმაციას საქართველოს საელჩო ირლანდიაში ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ავიაკომპანიის საქართველოს აეროპორტებში ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს.
შეგახსენებთ, Ryanair-ი საქართველოში 2019 წლის ნოემბერში შემოვიდა, თუმცა, პანდემიის დაწყების შემდეგ ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენები შეაჩერა.