logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" ქართულ ბიზნესს ₾6 000 000 აუნაზღაურა - სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება ჯამში 79-მა კომპანიამ მიიღო

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" ქართულ ბიზნესს ₾6 000 000 აუნაზღაურა - სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება ჯამში 79-მა კომპანიამ მიიღო

1750062368

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დასავლეთში სტიქიისგან დაზარალებულ ბიზნესებს 6  მილიონი  ლარის ზარალი აუნაზღაურა. ჯამში ჯიპიაისგან  ანაზღაურება 79-მა  ბიზნეს კომპანიამ  მიიღო. 

დასავლეთში მოსულმა უხვმა ნალექმა უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიყაენა როგოც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებს. ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა- დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი. კომპანიებმა რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“  იყო  დაზღვეული ათასობით ლარის ანაზღაურება მიიღეს.

ჯიპიაიში ამბობენ, რომ ზარალის  მასშტაბები ძალიან დიდი იყო  როგორც მსხვილი ისე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და  რომ არა დაზღვევა, მათი ნაწილი საქმიანობის გაგრძელებას  ვერც კი შეძლებდა.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი :“ 6 მილიონი ლარი ავინაზღაურეთ ქართულ ბიზნესს და ამით ძალიან ვამაყობთ. ნამდვილად ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული სადაზღვევო სექტორისთვის ნდობის ამაღლების კუთხით. ამ შემთხვევამ კიდევ  ერთხელ და აშკარად  დაგვანახა, რომ ქონების დაზღვევა არის უმნიშვნელოვანესი ინსტურუმენტი ყველა ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის. რისკებისგან დაცვა სჭირდება როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესსაც. ჩვენი დაზღვეულები მიუხედავად უდიდესი ზარალისა, შეუფერხებლად განაგრძობენ ფუნქციონირებას, რადგან ფინანსურ ხარჯებზე დაზღვევამ იზრუნა. არ უწევთ თანხის მოძიება დანგრეულის და განადგურებულის აღსადგენად. მილიონობით ლარის ანაზღაურება მიიღეს, პოლისისთვის, რომელში თვეში არც ისე დიდ თანხას იხდიან. გვინდა ეს ამბავი მაგალითი გახდეს ყველა სხვა ბიზნესისთვის, რადგან სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ქონების და ბიზნესის დაზღვევა არც ისე პოპულარული პროდუქტია. ამ დროს, ბიზნესი რისკების გარეშე არ არსებობს, დაზღვევა კი ფინანსური რისკებისგან დაცვის ყველაზე მყარი და უტყუარი გარანტიაა. რაც არ უნდა მოხდეს, იცი რომ  მიყენებულ ზარალს აგინაზღაურებენ და შენ მშვიდად შეგიძლია განაგრძო საქმიანობა.  „

ქონების დაზღვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჯიპიაი ქოების დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  კომპანია დაზღვევის მსურველებს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. პოლისი სრულად ითვალისწინებს ქათული კომპანიების ბიზნეს საჭიროებებს და ყველა იმ ფინანასურ რისკს ფარავს, რომელიც ბიზნესს შეიძლება საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე დაუდგეს.

ამ პოლისით შესაძელებლია  ქონების - შენობა-ნაგებობების და მარაგების დაზღვევა, ბიზნესის შეფერხების დაზღვევა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა. პროდუქტი საკმაოდ ხელმისაწვდომია და ფასი ინდივიდუალურად, ბიზნესის საჭიროებებიდან და ზომიდან გამომდინარე ითვლება.

გამოგვყევით