ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7147 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7214 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0067 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9406 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9481 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა.