logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მიღებულ რეზოლუციაში ნათია თურნავას ხსენება პირდაპირი ზეწოლაა დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან ინსტიტუტზე" - ოთარ ანგურიძე

"მიღებულ რეზოლუციაში ნათია თურნავას ხსენება პირდაპირი ზეწოლაა დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან ინსტიტუტზე" - ოთარ ანგურიძე

1739460283

"მიღებულ რეზოლუციაში ნათია თურნავას ხსენება პირდაპირი ზეწოლაა დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან ინსტიტუტზე, რაც სრულიად უსაფუძვლოა,"- ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს. 

"მიზანი კი ერთი ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის ძირის გამოთხრაა. ფაქტები კი სხვას ამბობს - რამდენიმეთვიანი ეკონომიკის, ლარის კურსის დაქცევის წარუმატებელი სცენარების ხატვის მიუხედავად ფუნდამენტურ ფაქტორებს პოლიტიკურად ანგარიჟებულმა პიროვნებებმა თუ მედიებმა ვერაფერი დააკლეს. შიდა რესურსი სრულად ამოწურეს და ახლა საერთაშორისო არეალზე კვლავ წარუმატებლად, უარგუმენტოდ გაიჭრნენ.

გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია რომ დამოუკიდებელ რეგულატორზე, მით უფრო ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა მთელს განვითარებულ მსოფლიოში დასაგმობ საქციელად ითვლება და დანაშაულია. სამწუხაროა, დღეს ამას იმ ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ვისმენთ ვინც სხვებს ასწავლის რომ ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა მიუღებელია.

სამწუხარო და ქვეყნის მტრობაა ვერ იაზრებდე ფინანსური თუ ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და პოლიტიკურ დღის წესრიგში სამიზნედ ეროვნული ბანკი ამოიღო, თუმცა ეს ინსტიტუტი დღეს ისეთი ძლიერია როგორც არასდროს, სწორედ ამიტომ შემაშფოთებელი და ყოვლად მიუღებელია მიღებული რეზოლუცია,"-წერს ოთარ ანგურიძე. 

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.

კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, 63 წინააღმდეგი იყო, 81-მა თავი შეიკავა. აღნიშნული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოითხოვს  სანქციების დაწესებას საქართველოს კონკრეტული თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ. 

გამოგვყევით