ტყუილს, რომ მოკლე ფეხები აქვს, არაერთხელ დადასტურებულა, მაგრამ რასაც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი წარმოგვიდგენს, უკვე არის ქოსა-ტყუილას კლასიკური ნიმუში,"- ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"თავად განსაჯეთ, ცოტა ხნის ამტკიცებდა, რომ სებ-ს 7 ტონა შეძენილი ოქროს ზოდები ვერ ჩამოაქვს, რადგან ეროვნულის საცავი ვერ აკმაყოფილებს მისი შენახვის აუცილებელ ტენიანობის და ტემპერატურულ რეჟიმსო, და ახლა უკვე წუხს, ბიძინა ივანიშვილს თავისი ნახატები ჩამოაქვს და ნეტავ სად შეინახავს, ქართუ ბანკის საცავი შესანახად არ გამოდგება და ერთადერთი თურმე ეროვნული ბანკის საცავები აკმაყოფილებს შენახვის ტემპერატურულ რეჟიმს, სადაც ოქროს ზოდები და ნაღდი ფული ინახებაო, ოღონდ სებ -ს ამის უფლება არა აქვსო.
ბატონი რომანი ცოტა ხნის წინ იმასაც ამტკიცებდა კომბანკებში დეპოზიტები დეკემბერში წინა თვესთან შედარებით კატასტრიფულად 570 მილიონით შემცირდაო, მაშინ როდესაც სებ-ის სტატისტიკით იმავე პერიოდში არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით 58 მილიონით გაიზარდა,"-წერს გიორგი ცუცქირიძე.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ივანიშვილი თავის ნახატებს ეროვნული ბანკის საცავში შეინახავს. ამის შესახებ რომან გოცირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
მისი თქმით, სებ-ის საცავში, სადაც ნაღდი ფულისა და ოქროს მარაგები ინახება, სხვა პირების ნივთების შენახვა დაუშვებელია.