logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ანაპეას სოფელი" მუშაობას, სავარაუდოდ, 1 თვეში განაახლებს

"ანაპეას სოფელი" მუშაობას, სავარაუდოდ, 1 თვეში განაახლებს, - ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა ხატია დარგუაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო წინა წლის შემოდგომას გაიხსნა, თუმცა რამდენიმე თვიანი სატესტო რეჟიმში მუშაობის შემდეგ დაიხურა. როგორც ხატია დორგუაშვილი აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გახდა, რის ფონზეც სასტუმროს ჯავშნები გაუუქმდა. 

"ჩვენ დაახლოებით, 10 წელია, რაც ღვინოს ვაწარმოებთ და პარალელურად დავიწყეთ სოფლის გაშენება. "ანაპეას სოფლის" მშენებლობასა და მოწყობას, დაახლოებით, 8 წელი დასჭირდა. "ანაპეას სოფელი" 2024 წლის ნოემბერში გაიხსნა. ძალიან რთულ დროს მოგვიწია სასტუმროს გახსნა. 

"ანაპეას სოფელი" არის ნამდვილი კახური, მეცხრამეტე საუკუნის სოფელი, სადაც ჩამოსულ სტუმარს შეუძლია ჩვენს ისტორიას ეზიაროს. კომპლექსი მოიცავს "თავადის სახლს", "აზნაურის სახლს" და სხვა, ჯამში 6 სახლი. დიზაინი, ინტერიერიც და ექსტერიერიც არის ისეთი, როგორც საუკუნეების წინ იყო. ჯამში 32 სასტუმრო ნომერი გვაქვს, რომელშიც 60-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

გარდა სასტუმროს სივრცისა, ადგილზე არის საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ღვინის მარანი, აუზი და სხვა. საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ღონისძიებებს ვუმასპინძლოთ, მათ შორის, ქორწილებს და ა.შ", - აცხადებს ხატია დორგუაშვილი. 

ცნობისთვის, "ანაპეას სოფელი" 2024 წლის შემოდგომას გაიხსნა. კომპლექსი 1 ჰა-ზეა გაშენებული და კახეთში, ყვარლის რაიონში მდებარეობს. 

გამოგვყევით