შპს „საქართველოს მელიორაცია“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლეკიანის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოფლების ნაღობილევის, მერიას, ხვარბეთის, მთისპირისა და შემოქმედის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი გაიწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
სადრენაჟე არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის მარტში დაასრულებს.