logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ოქროს ყიდვა სწორი რამ არის, რაც სებ-მა შეიძლება გააკეთოს" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"ოქროს ყიდვა სწორი რამ არის, რაც სებ-მა შეიძლება გააკეთოს" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

1712652360

"ოქროს ყიდვა ერთადერთი სწორი რამ არის, რაც ეროვნულმა ბანკმა შეიძლება გააკეთოს, თუ ის საერთოდ არსებობს,"- ამის შესახებ პარლამენტის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. 

"აქამდე რომ ოქროს რეზერვები არ გვქონდა, იყო დიდი სისულელე. საბოლოო ჯამში, ოქრო არის ფული და არა ლარი თუ დოლარი და ყველა დიდმა ცენტრალურმა ბანკმა ეს იცის. კარგია, რომ ჩვენებამდეც დადის ეს მარტივი ჭეშმარიტება,"-წერს რაქვიაშვილი. 

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა. სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება.

შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

გამოგვყევით