logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება

1763464999

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, უკვე მესამე წელია კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართ ინტერესის გაღვივება და ინოვაციური აზროვნების წახალისება.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს, გარდა ფიზიკა-მათემატიკური პროფილის სკოლებისა.

საინფორმაციო ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც 19 ნოემბერს, 19:30 საათზე, ონალინ გაიმართება, სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები დეტალურად გაეცნობიან:

  • ოლიმპიადის მიზნებსა და ეტაპებს;
    •მონაწილეობის წესებსა და კრიტერიუმებს;
    • რეგისტრაციის პირობებსა და ვადებს;
    • შესარჩევი და ფინალური ტურის სტრუქტურასა და საპრიზო ფონდის შესახებ ინფორმაციას.

ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია: https://go.bog.ge/4qYUjTK

 ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.  დარეგისტრირდი  და გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.

  • STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
  • STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
  • საპრიზო ადგილზე გასული გუნდების პეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
  • ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისთვისფიზიკამათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნულისკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობასთუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება დაშესაბამისადფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).

გამოგვყევით