logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ₾30 მლნ-ის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ₾30 მლნ-ის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა

1739779800

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 11 თებერვალს 11.6-წლიანი 30 მლნ ლარის (10.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.075პპ-ით გაიზარდა და 8.871% შეადგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 11 თებერვალს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.2 მლნ აშშ
დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო
შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.061პპ-ით შემცირდა და 7.580% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 18 თებერვალს, სადაც 7.8-წლიანი 50 მლნ ლარის ნომინალური
ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება

გამოგვყევით