საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ოქტომბრის ბოლოსთვის 7.9 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული დადებითი ტენდენცია, ძირითადად საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა.
"კომპანიების ძლიერი კვარტალური შედეგები, აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებულ ოპტიმიზმსა და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტოს განაკვეთის დამატებით შემცირებას უკავშირდება. დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, ოქტომბერში 1.70%-ით გაიზარდა, ხოლო დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.43% და 1.15%-იანი ზრდები დააფიქსირეს.
წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:
დინამიკური – 13.90%
დაბალანსებული – 11.83%
კონსერვატიული – 10.12%
აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის კუთხითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.8%-ს აღწევს, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.4% და 12.0%-ს შეადგენენ,"-აღნიშნულია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.